შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ყვავილები

ასარგადონის შენ ხვევნა გწვავდა
და მუშკამბარით ნაზელი ტანი,
ტბაში ლოტოსის ყვავილსა ჰგავდა,
- ცოდვის საწოლი იყო აკვანი.
სასტიკი ომის საყვირი მოსთქვამს,
კოცნის ისარი გასროლილ ისარს.
სიკვდილის წინეთ შენზე ფიქრი კლავს
მონას, მეომარს, ამაყ სპასალარს...
ვინ იტყვის ახლა, სადაა ტანი,
რომელი მიწა ფარავს სარკოფაგს,
ასეა ჟამი - არვის გამტანი,
ასეა ჟამი, არავის ზოგავს...
და დარჩა ქვეყნად ცისფერი თვალი,
ციცინათელად დაფრინავს ღამე.
მასზე ლოცულობს პოეტი მთვრალი
ღა ორივესთვის არის სიამე.
და დიდხანს ივლის ცისფერი თვალი,
ბევრი მგოსანის დახუჭავს თვალებს,
თვის მარტოობით თვითონ დამთვრალი,
სხვის მარტოობას ღმერთს შეაბრალებს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →