შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ჩვენი მიზანი

შეიძლება ამ პირველ ნომერ გაზეთით ჩვენ სავსებით ვერ შევძლოთ ნაკისრი მოვალეობის პირნათლად

შესრულება და მკითხველ საზოგადოების დაკმაყოფილება; მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, იმ ახლად

დაარსებულ

წრის უახლოესი მიზანია ძიება ახალი გზის და ახალი მიმართულებისა ხელოვნებაში, რომ ხელი შეუწყოს

საქართველოსი წმინდა ხელოვნების აღორძინებას. დღეს, როდესაც პოლიტიკური ცხოვრების მაჯისცემა ეგრე

მაგრათ სცემს და ყოველდღიურ წვრილმან საკითხებში ჩაფლულია ადამიანის გონება, სწორედ დღეს არის

საჭირო, რომ ხელოვნების ცხოველმა შუქმა გაანათოს ჩვენი ცხოვრების ბნელი კუნჭულები, აამოძრაოს

ადამიანის შემოქმედება და თვალწინ გადაუშალოს საუცხოო სურათები სილამაზისა, სიმშვენიერისა და

ჭეშმარიტებისა. უნდა მძლავრად ამეტყველდეს ჭეშმარიტი ხელოვნება, თორემ ლამის ადამიანი მხეცად იქცეს

უმაღლეს განცდათა მოკლებული და ბოროტების მორევში სავსებით გადავარდნილი. ეს მიზანია, ჩვენ რომ

გვაბედვინებს მკითხველი საზოგადოების წინაშე წარდგომას. და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენს პირველ

ნაბიჯს სასტიკი მსჯავრით არ შეხვდება ქართველი საზოგადოება.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →