შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ისევ ბაღში ვარ

ისევ ბაღში ვარ, მზიანი დღეა,

მე შევასრულე ეს დაპირება.

და ჩემს წინაშე მდუმარე ხეა,

და ჩემს წინაშე ფიქრი ირევა.



ალბათ ეს წამი მალე გაჰქრება,

აქაც შორეულ ფიქრს ველოდები.

მე ვწევარ მოლზე და ჩემს გარშემო

დაფენილია ჭადრის ფოთლები.



ჯობდა სიცოცხლის გამოსალმება

და შენ სიკვდილი უფრო გერჩია.



ბავშვს გავენდობი მე ჩემს წამებას,

ეს ბავშვი ჩემთვის ხომ ნუგეშია.



და ისევ ჩნდება გრძნობა ძლიერი,

დღეს ყველაფერი უცნაურია.

მიპყრობს ზუგდიდის ცა მშვენიერი,

თუმცა თბილისის ნახვა მწყურია.



ისევ ბაღში ვარ, მზიანი დღეა,

მე შევასრულე ეს დაპირება.

და ჩემს წინაშე მდუმარე ხეა,

და ჩემს წინაშე ფიქრი ირევა.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →