შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

***უკვე გაყვითლდა...

უკვე გაყვითლდა სოფლის ტყე-ველი
(სადღაც საყდარი შორს ციმციმებდა).
დგას მდუმარება შეურყეველი,
დგას შემოდგომა და სიცივეა.

აგერ ბეღელთან დაჯდა ბეღურა
და ფრინველების მთელი ყრილობა.
სოფელს სიყვითლე გადაეხურა
და ირგვლივ სუფევს მოწყენილობა.

შეწყდა სიმღერა და ზარის გლოვა,
გამხმარ ბალახის დადგა სურნელი.
და ისევ მოვა სხვა ფიქრთა გროვა,
და ისევ მოვა დღე უზრუნველი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →