შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ღამე ოთახში

გამომეღვიძა,ლამპა ჩამქრალა,
ოთახში ბნელა,ფიქრი გროვდება
და შიშმა ისევ ამაკანკალა
და თითქოს ვიღაც მიახლოვდება.

ეს როიალიც კუბოს მსგავსია
და კუბოსავით მოსჩანს კამოდიც
თითქოს ოთახში ვიღაც კაცია,
თითქოს კიბეზე ვიღაც ამოდის.

ქარმა ფანჯარას ტოტი მოარტყა,
ეს მოლანდება მაინც რა იყო?
თითქოს ჩემს ოთახს ვიღაც მოადგა
და თითქოს უცებ კარი გაიღო!
Laravel
წყარო: http://www.gpoets.com/2015/04/terenti-graneli-game-otaxshi.html

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →