შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ოთახში ვზივარ, გარეთ მიდიან ..

ოთახში ვზივარ, გარეთ მიდიან
და ცაზე ისევ მიფრინავს წერო.
მე დავიღალე, არ შემიძლია
და მინდა, დები რომ მომეფერონ.

აქ სიცივეა და დგანან მთები
და სულში თეთრი ანგელოზია.
სად არის ჩემი ძვირფასი დები,
სად არის მაშო, ანდა ზოზია.
Laravel
წყარო: http://www.gpoets.com/2015/04/terenti-graneli-otaxshi-vzivar-garet-midian.html

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →