შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ახლა ჩემს ირგვლივ მეტი ხალხია ..

ახლა ჩემს ირგვლივ მეტი ხალხია,
მე მაინც ვფიქრობ ცისფერ ღამეზე.
ჩრდილია, ვწევარ და მეშინია,
რომ სახურავი თავზე დამეცეს

შორი სივრცეა ხეების იქით,
ვწევარ და ისევ წამი გავიდა.
მზიანი დღეა, მაწვალებს ფიქრი
და ზეცას ვუმზერ სახურავიდან.

რას ვიზამ, სიკვდილს ვერ გავექცევი,
ის ფარუღია, აი ეს ჩნდება.
ახღა მებრძვიან, ჩემი ლექსები
არ ვიცი, როდის დაიბეჭდება.
Laravel
წყარო: http://www.gpoets.com/2015/04/terenti-graneli-axla-chems-irgvliv-meti-xalxia.html

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →