შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

გარშემო დგება მზიანი სივრცე

გარშემო დგება მზიანი სივრცე,
და ელვარებენ იქ სარკეები,
ნელა მიდიან ფიქრები ცისკენ,
ნელა მიდიან მარტის დღეები.
მე მინდა ისევ გრიგალში შესვლა
და ისევ მოდის მაღალი ფიქრი.
და პოეზია ტრიალებს ეხლა,
მხოლოდ ტერენტი გრანელის ირგვლივ.
და ჩემი დებიც მალე მოვლიან,
დღეა გაფურჩქვნის და აყვავების.
ორი მარტია, მთაზე თოვლია,
შორს დაფრინავენ ცაზე ყვავები.
და დღეა თეთრი, და დღეა ვარდის
დაქრიან ქარნი, ეს დღე არ თბება.
რამდენი ცრემლი, რამდენი დარდი,
რამდენი ფიქრი და გამართლება.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →