შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

სიზმარი

თითქოს ვიყავი ათი წლის ბავშვი,
თითქოს ვიყავი ბავშვი – უფალი,
არ ქროდა ქარი და უცხო ბაღში,
მე მივდიოდი თავისუფალი.

და ამ დროს უცებ მოვარდა ქარი,
და თითქოს განგებ თავს ვიღუპავდი,
და შემხვდა ვიღაც უცნობი ქალი,
და მე ვიყავი თავისუფალი.

თითქოს მესმოდა ყორნის ჩხავილი,
წინ იშლებოდა გზები უვალი.
ხელში მეკავა თეთრი ყვავილი,
და მივდიოდი თავისუფალი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →