შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ამ ხალხის ქება არ მიხარია

ამ ხალხის ქება არ მიხარია,
ეს ხალხი ჩემს სულს როგორ ექცევა?
ჩემი ცხოვრება ქარიშხალია
და ჩემი გული მიწას ეცემა

წუხელ დავთვერი და მე ვიჩხუბე,
ცაო, ოდესმე შენ გეახლები.
შორს სოფელივით ჩნდება დიდუბე,
ძირს ასანთივით ყრია სახლები.

რომელი იგრძნობს შორეულ საგანს,
რომელმა იგრძნო ეს ატირება.
და მე ამნაირ ცხოვრებისაგან
თითქმის ყოველდღე ვგრძნობ დამცირებას.

თუმცა ფიქრები ასე ივლიან
და მწუხარეა ჩემი ლექსებიც.
რა ვქნა, სიცოცხლე თუ ტირილია,
რა ვქნა, თუ ღვინოს ვერ გავექცევი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →