შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ბლაგოსლოვაკის სასაფლაო

მე ვფიქრობდი ამ დილას,
მივალ – რატომ ან რისთვის.
ვიცი, მე ამ ადგილას
ისევ მოვალ ფიქრისთვის.

ახლა ღამე იწყება,
მართლა ღამე, ნამდვილი.
მე არ დამავიწყდება
ეს ძვირფასი ადგილი.

ქარმა გული მატკინა,
წავალ და იქ მოგიცდი.
ვიცი მე ამ ადგილას
ისევ მოვალ გრძნობისთვის.

მალე მთვარე ამოვა,
მთვარე – თითქო ზღაპარი.
და ეს სასაფლაოა
ჩემი თავშესაფარი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →