შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ლოდინი ბედის

ეს შუაღამე მკრთალი
დამეცა, როგორც ქორი.
არ ჩანს მფარველი თვალი,
ირგვლივ გზებია შორი.

ზამთრის ვედრება მწარე
ჩამქრალ ვარდებთან გმინავს.
გარეთ იკივლებს ზარი,
ღამე ჩაუვლის მინას.

არის ცისფერი თოვლი,
თეთრი ლოცვების გაღმა.
სული, ფარული თრთოლვით,
მისდევს სიზმრების დაღმართს.

ისმის ძახილი წვიმის,
ბნელი ოთახის ახლო.
მივალ, – ვეძლევი ღიმილს,
თან სიცოცხლეზე ვნაღვლობ.

მღალავს სხეული სუსტი
და მძიმე ხსოვნა მამის.
შორეულ იღბალს ვუცდი,
როგორც უმზეო ამინდს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →