შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

წინადღის ლექსპრომტი

დილომატი სუყველა _ თუ კონსული, თუ ელჩი _
გაოცდება, სიკვდილს რომ გამოვიწვევ დუელში!
მე რა მითქვამს დანტესის ბრიყვი სეკუნდანტის! _
ვიწვევ სეკუნდანტებად რუსთაველს და დანტეს!
გაგიკვირდეთ: დამბაჩა არ მიჭირავს ხელში,
არც შიშისგან ცრემლები ჩამდის გამშრალ ყელში...
არ ვაპირებ, რომელიმე პანთეონში ვიწვე! _
მე დუელში სიკვდილს განა ამისათვის ვიწვევ...
სანამ თვითონ მოვა და თავზე დამაცხრება _
ნახოს, რანაირია კაცთან დამარცხება!
დიპლომატი სუყველა _ თუ კონსული, თუ ელჩი _
გაოცდება: ხვალ სიკვდილს გამოვიწვევ დუელში...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →