შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

პირველი თოვლი

პირველი თოვლი სიყვარულით ერთხელ დაგათოვს,
პირველი ფიფქი ტრფიალა ცრემლად გამდნარი
და თუ მიჯნურმა უქრობელი ცეცხლით აგანთო,
გავარდი თოვლში, რომ გაათბო ზამთრის ავდარი.
და როცა ქარი გადიქცევა ყვითელ მორევად,
ჩაწექ ფოთლებში, ჩაუკოცნე მიწას თვალები,
რომ ნაცნობ დღეთა მოსაწყენი განმეორება,
შეცვალო ლოცვით, მიჯნურობით და ტრფიალებით.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →