შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

არც დასაწყისი..

არც დასაწყისი, არც დასასრული,
მხოლოდ ოცნების კარის ჯაჯგური,
რად გინდა ჩემი გამსკდარი გული,
სხვის სიყვარულში გამოტანჯული.

თავის მართლება არც კი მიცდია,
ვინ გამამართლებს თავგზაარეულს,
შენი სიკეთე ჰგავს ამნისტიას,
საბედნიეროდ დაგვიანებულს...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →