შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

შევყურებ..

შევყურებ ღამის უსიცოცხლო ჭერზე
ჩამოკიდებულ მთვარეს,
რომელიც მარტოდმარტო ბჟუტავს
სამყაროს შორეულ სიცივეში
და გვეუბნება:
მე თქვენთან ვარ,
თქვენს იმედებს ვლოკავ გახსნილ ჭრილობასავით.
ჩვენი სული კი ფხიზელია და ცარიელი,
უმწეობის ქვაფენილზე გაშოტილი,
უმწეობის შავ მდინარეში
პირქვე ჩამხობილი.
აღარც ქვითინის ხმა ჩაესმის
აღარც სიხარულის ნაცნობი მელოდია,
მწვანე ფოთლებიდან რომ მოცურავს
მაისის გველივით.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →