შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ქართლის ციხევ, დაგინახე ..

ქართლის ციხევ, დაგინახე _
დარდიანი გული გქონდა,
მომხვდურების დასანახად,
დარდიმანდის იდექ დარად
და სიცოცხლეს სდარაჯობდი
შენთვის,
სხვისთვის,
ათასისთვის,
ამ ველთა და ამ მთათათვის,
ვალი შენი შეასრულე,
მტერი იქმნა საწყალობელ,
წამოწექი ნატყვიარი,
ნამეხარი და იგონებ:
ის ბიჭები,
შენს კართან რომ
იდგნენ მყარი ნაბიჯებით,
თითო-თითოდ გამოაკლდნენ,
სათოფურებს, მზეს და სარკმლებს...
ცუდი ბედი დაჰყვათ ბედად,
გულზე დაღი, უღვთო დაღლა,
უმოწყალოდ მოკვდნენ
უწყლოდ.
უფალ-ციხევ შეიბრალე,
შეიბრალე,
შეიბრალე,
მკერდზე სითბო დააფარე!
Laravel
წყარო: http://litklubi.ge/biblioteka/view-nawarmoebi.php?id=11135

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →