შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

უცნაური სურვილი

ჩემი სიკვდილი თუ მოვა მარტოდ,
უნდა ვიცოდე სახება მისი.
ის უნდა იყოს ზედმეტად სათნო
და თავწაკრული სამშობლოს ნისლით,

სიტურფით ჰგავდეს პატარძალს მინდა,
ოსტატის მკლავი ამკობდეს კიდეც.
ხელსაწყოდ ჰქონდეს ობოლი რითმა
და თიბვის ნაცვლად ჩუქურთმას სჭრიდეს.

ფრთა მომიქსოვოს გარანდულ ჩხირით
გადამაფაროს ლამაზი ფრთენი.
გვალვაში მარგოს კოპიტის ჩრდილი
და ცაზეკვალი,მდინარის მჩენი.

მარტო თუ მოვა, ლამაზი იყოს,
ვით ქალაქის მთებით შემკული ვაზი.
მე დამამსგავსოს ვენახის ჭიგოს,
შემომეხვიოს ვაზივით ნაზი.

წაიღოს ჩემი სიცოცხლის ჩრდილი,
წალკოტში დამრგან გამრჯე მკლავებით.
და მაშრიალოს დამე და დილით
ფართო ფოთლებით და ვარსკვლავებით.
Laravel
წყარო: http://litklubi.ge/biblioteka/view-nawarmoebi.php?id=12327

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →