ჩანაწერი
Laravel
სიმღერა სამეგრელოზე
ამერსა და იმერს გამოარჩევ განა?
მთაშია თუ ბარში – სამოთხეებს ჰგვანან.
შენ სულ ჩურჩული ხარ ... სულ კივილი თანაც,
შენ არავის ჰგავხარ, სულ არავის, ნანა.
მოდგმას ამორძალთა
და მგელკაცთა მოდგმას
ასე უნაზესი და ციური მოთქმა?
გლოვაა თუ ლხინი, ვინ თქვას შენისთანა,
შენ სხვა ტკივილი ხარ, სხვა სიცოცხლე, ნანა ...
მთაშია თუ ბარში – სამოთხეებს ჰგვანან.
შენ სულ ჩურჩული ხარ ... სულ კივილი თანაც,
შენ არავის ჰგავხარ, სულ არავის, ნანა.
მოდგმას ამორძალთა
და მგელკაცთა მოდგმას
ასე უნაზესი და ციური მოთქმა?
გლოვაა თუ ლხინი, ვინ თქვას შენისთანა,
შენ სხვა ტკივილი ხარ, სხვა სიცოცხლე, ნანა ...
Laravel
კომენტარი
0