შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

უპატრონოთა სახლში გაზრდილი გოგონას ვედრება ღვთისმშობლისადმი

ღვთისმშობელო დედაო,
ჩივილს შემოგბედაო,
ობლის მოთქმა-ვაებას
თუ შეისმენ ნეტაო.
ჩემი დედა სად არი,
ანდა მამა სადაო,
ასე რად მომიძულეს,
რა აქვთ ჩემთან სადაო.
ალბათ სხვა ჰყავთ შვილები,
კარგადაც ჰყავთ ყველაო,
ნუთუ არ ენატრებათ
მათი ცუგრუმელაო?
ერთმა ქალმა მიშვილა -
სიზმრად ასე ვნახეო,
შენი ჰქონდა თვალები,
ღიმილი და სახეო.
არაფერი არ მინდა,
ერთ რამეს გთხოვ თანაო:
დამასიზმრე, დედიკო,
მისი იავნანაო...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →