შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ბალახი

მიწა რას, ამოხეთქა ქვიდანაც
და სიცოცხლის მადლი ამიტანა.
ღვთის თვალით იცინოდა ბეჭიდან,
ჩიტს ნისკარტზე სიმღერასებრ ეკიდა,
წუთისოფლად ზღაპარივით იარა,
პირს უკრავდა სამარეს თუ იარას.
ნედლი იყო–მიწას ეცვა პერანგად.
ხმელი იყო–ბუდეებში ელაგა.
სად არ ჩნდება, ფოთოლს სად არ ამოყრის
ეს სიცოცხლის ყიჟინა და ამბოხი!
მისი ფერი, სიკერპე და სინედლე
დავამყენი ჩემს სიტყვას და იმედებს.
დე, სიცოცხლით მარად გაუქურდავი,
იყოს სიტყვა ბალახივით უკვდავი!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →