შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ქარმა წამოუბერა

<em>მაია სარიშვილს</em>

არაფერი არ მიყვარს ფაშარი და დუბელა,
მტკვრის მთელ გაყოლებაზე ქარმა წამოუბერა.

ქარმა წამოუბერა, ნეტა სახლი არიოს,
ერთმანეთში შეგვრეკოს, ერთურთს გადაგვარიოს.

და ეს ყოფა გაგრძელდეს, სანამ დასასრულია,
სანამ შავი ღრუბელით მთვარე თავწაკრულია.

არაფერი არ მიყვარს ფაშარი და დუბელა,
მტკვრის მთელ გაყოლებაზე ქარმა წამოუბერა.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →