ჩანაწერი
Laravel
ეროტიკული ჰაიკუ
* * *
ფეხი მკერდზე მომადო და თითები აათამაშა.
კოჭთან წითელი ზოლი ემჩნევა.
ეტყობა უჭერს ჩემი ნაჩუქარი ფეხსაცმელი.
* * *
მთელი საათი იწნავდა კულულებს.
მერე გაიშალა.
ბავშვობას ვიხსენებდიო - მითხრა, სანამ მაკოცებდა.
* * *
ერბოკვერცხს წვავს და ღიღინებს.
მე კი ჯერაც ვწევარ და
საკუთარ ასოს ვეთამაშები.
* * *
მკლავით წმენდს დაორთქლილ სარკეს და
აბაზანიდან ვხედავ
გაპარსულ იღლიას და სამართებელს ნიჟარაზე.
* * *
კატა ბარძაყებს შორის ჩაისვა
და ეფერება.
ბოთლს ვხსნი და ლამბაქზე რძეს ვასხამ.
* * *
პირჩაღმა წევს და რუბოკოს ტანკებს კითხულობს.
მის ზურგზე ხერხემლის მალებს ვითვლი და
ხვალინდელ დღეზე ვფიქრობ.
* * *
სარეცხის თოკზე
ზეწარი რომ გაკიდა,
ეზოში მოთამაშე ბავშვებმა ამოიხედეს.
* * *
ყვავილებს ვრწყავდი.
წყალი მომთხოვა და
ჩაიდნის ღარიდან დავალევინე.
* * *
წინდას იცვამს.
გალიაში ჩიტბატონები ჟივჟივებენ.
ფანჯარა ღიაა და ყველანი მზეს ვუცქერით.
* * *
შიშველ სხეულზე ხალათი მოიცვა და
იატაკს გვის.
მე თმის ღერებს ვაცლი ბალიშს.
* * *
მარაოს მინიავებს და
ძუძუები უთრთის.
ვენტილიატორი იქვე დგას.
* * *
თხილს ვუტეხავ და
საკუთარი ხელით ვაჭმევ.
თავად მან ცოტა ხნის წინ ჩიტბატონები დააპურა.
* * *
კაბა ისე გაიხადა,
მძივი არ მოუხსნია.
მარჯანზე ვკოცნი და ხანაც ძუძუსთავებზე.
* * *
ვარდის ფურცლები დაპუტა და
ლოგინში ჩამიყარა.
ეკლიან ტოტს ხელში ათამაშებს.
* * *
დამსკდარ ტუჩებზე
გლიცერინს ისვამს.
ცივა.
* * *
მხარზე ორი ანაცერი.
დაორთქლილ ფანჯარაზე
თითით რგოლები გამომყავს.
* * *
ციდან ღრუბელი გადაცურდა და
ვარსკვლავებმა ღამე გაანათეს.
საბანს ვხდი და სხეულზე ხალებს ვუთვლი.
* * *
იატაკზე ტარაკანა გაცოცდა და
ძირს დაგდებულ
ბიუსტჰალტერს შემოუარა.
* * *
ძველებური საათის ქანქარა
ჩვენს რიტმს აყვა,
ჩამორჩა და ბოლოს გაუსწრო.
* * *
მესამე დღეა წვიმს.
ფანჯარაში ვიყურები.
აბაზანიდანაც წყლის ჩხრიალი ისმის.
* * *
ჭუჭრუტანიდან შემოსული მზის სხივი
ჩვენს სხეულებზე გადასრიალდა და
დაკეტილ კარს მიაწყდა.
ფეხი მკერდზე მომადო და თითები აათამაშა.
კოჭთან წითელი ზოლი ემჩნევა.
ეტყობა უჭერს ჩემი ნაჩუქარი ფეხსაცმელი.
* * *
მთელი საათი იწნავდა კულულებს.
მერე გაიშალა.
ბავშვობას ვიხსენებდიო - მითხრა, სანამ მაკოცებდა.
* * *
ერბოკვერცხს წვავს და ღიღინებს.
მე კი ჯერაც ვწევარ და
საკუთარ ასოს ვეთამაშები.
* * *
მკლავით წმენდს დაორთქლილ სარკეს და
აბაზანიდან ვხედავ
გაპარსულ იღლიას და სამართებელს ნიჟარაზე.
* * *
კატა ბარძაყებს შორის ჩაისვა
და ეფერება.
ბოთლს ვხსნი და ლამბაქზე რძეს ვასხამ.
* * *
პირჩაღმა წევს და რუბოკოს ტანკებს კითხულობს.
მის ზურგზე ხერხემლის მალებს ვითვლი და
ხვალინდელ დღეზე ვფიქრობ.
* * *
სარეცხის თოკზე
ზეწარი რომ გაკიდა,
ეზოში მოთამაშე ბავშვებმა ამოიხედეს.
* * *
ყვავილებს ვრწყავდი.
წყალი მომთხოვა და
ჩაიდნის ღარიდან დავალევინე.
* * *
წინდას იცვამს.
გალიაში ჩიტბატონები ჟივჟივებენ.
ფანჯარა ღიაა და ყველანი მზეს ვუცქერით.
* * *
შიშველ სხეულზე ხალათი მოიცვა და
იატაკს გვის.
მე თმის ღერებს ვაცლი ბალიშს.
* * *
მარაოს მინიავებს და
ძუძუები უთრთის.
ვენტილიატორი იქვე დგას.
* * *
თხილს ვუტეხავ და
საკუთარი ხელით ვაჭმევ.
თავად მან ცოტა ხნის წინ ჩიტბატონები დააპურა.
* * *
კაბა ისე გაიხადა,
მძივი არ მოუხსნია.
მარჯანზე ვკოცნი და ხანაც ძუძუსთავებზე.
* * *
ვარდის ფურცლები დაპუტა და
ლოგინში ჩამიყარა.
ეკლიან ტოტს ხელში ათამაშებს.
* * *
დამსკდარ ტუჩებზე
გლიცერინს ისვამს.
ცივა.
* * *
მხარზე ორი ანაცერი.
დაორთქლილ ფანჯარაზე
თითით რგოლები გამომყავს.
* * *
ციდან ღრუბელი გადაცურდა და
ვარსკვლავებმა ღამე გაანათეს.
საბანს ვხდი და სხეულზე ხალებს ვუთვლი.
* * *
იატაკზე ტარაკანა გაცოცდა და
ძირს დაგდებულ
ბიუსტჰალტერს შემოუარა.
* * *
ძველებური საათის ქანქარა
ჩვენს რიტმს აყვა,
ჩამორჩა და ბოლოს გაუსწრო.
* * *
მესამე დღეა წვიმს.
ფანჯარაში ვიყურები.
აბაზანიდანაც წყლის ჩხრიალი ისმის.
* * *
ჭუჭრუტანიდან შემოსული მზის სხივი
ჩვენს სხეულებზე გადასრიალდა და
დაკეტილ კარს მიაწყდა.
Laravel
კომენტარი
0