შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

სული ამოიწურა

გაზაფხულდა მწუხარედ,
ბედი დაღმა მიცურავს,
გული ელის წუხანდელს,
სული ამოიწურა.

ჩვენი ბაღის ალუბალს
არ ატყვია კვირტები,
არ იქნება ცვლილება
არც ტანჯვით, არც კირთებით.

მაღლა ზეცა, მქუხარე,
დაბლა ქოხი, მიწური,
გული დარჩა ქურუხი,
სული ამოიწურა.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →