შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

დუნე მონატრებებით

დაზამთრდება ტყუილად,
დუნე თოვლი წამოვა,
დუნე მოძრაობებით
დავდგამ სახლში სამოვარს.

ჩაი გულს ვერ გაათბობს,
დროს თოვლი ვერ გაყინავს,
აღმოჩნდება უეცრად
სიყვარული გარყვნილი.

უსასრულო სევდაში,
იმედების ხაფანგში,
დუნე მონატრებებით
მოვინატრებ გაზაფხულს.

ისიც მოვა და მოჰფენს
ტყუილ სითბოს დუნიას,
სიცოცხლეც და სიკვდილიც
უსაშველოდ დუნეა.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →