შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

მე და ბუნება

მე ტყეს ვესტუმრე თვალებახელილს,
აღარც უცოდველს და არც ცოდვიანს,
იდგნენ ხეები... მათი სახელი?
მე არ ვიცოდი და არც მცოდნია.

ლექსი ავანთო და სხვას გავანდო
მინდა და ძალა არ მყოფნის ვხედავ,
როგორ გავანდო, როგორ გავანდო,
არ შრიალებენ ფოთლები ხეთა.

„მაშ, აშრიალდი, გულო მფეთქავო“,
ვთქვი და ფოთოლი მოვწყვიტე მწვანე,
დავღეჭე იგი, მსურდა მეთქვა, რომ
მე და ბუნება ვგრძნობდით ერთმანეთს.
Laravel
წყარო: http://litklubi.ge/biblioteka/view-nawarmoebi.php?id=12571

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →