შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ნაწვიმარია... ვარ მსუბუქი და სხვანაირი ..

ნაწვიმარია... ვარ მსუბუქი და სხვანაირი.
ჰაერი ისე სუფთაა და ისეა ლაღი,
რომ ეხლა ალბათ ამ ჰაერით სუნთქავს ჰაერი,
აღვსებულია სიმწვანით და წვიმებით ბაღი.

ქარმა დააფრთხო ყვავილიდან წვეთები წვიმის
და მეც სიამით გამაჟრჟოლა, როგორც ამ ყვავილს,
მსუბუქი სევდით შეიცვალა ნაღველი მძიმე, -
და უსხეული და მარადი მგონია თავი.

ნაწვიმარია... ვარ მსუბუქი და სხვანაირი.
სევდიან მზერას, დავატარებ მიზნის გარეშე...
ო, ეხლა ალბათ ამ ჰაერით სუნთქავს ჰაერიც,
მსუბუქი სევდა გადამიტანს უცხო მხარეში.

ნაწვიმარია... ვარ მსუბუქი და სხვანაირი.
ნაწვიმარია დედამიწა, ცა და ჰაერი.
Laravel
წყარო: http://litklubi.ge/biblioteka/view-nawarmoebi.php?id=12625

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →