ჩანაწერი
Laravel
მე დილით ავდექი ..
მე დილით ავდექი უხასიათოდ ა უმიზნოდ სრულიად
ჩემს წინ დღე იდო სრულიად მთელი და არ დაწყებული.
ვიფიქრე: რა გაიარს ამ დღეს, რა მონდომება და რა ფანტაზია.
საშუალებების დავიწყე ძებნა
და გამახსენდა, რომ ლექსის წერას
დრო გაჰყავს ადვილად და გამახსენდა,
რომ კარგა ხანია არ დამიწერია ლექსი
და დავჯექ წერად.
ისმინეთ ლექსი ესე:
იგი გრძელია, არაფრის მთქმელი და მოსაწყენი,
როგორც ეს დღე, რომელზედაც ვწერ
და თქვენ, ვინაც დილით ჩემსავით ამდგარხართ
უხასიათოდ და უმიზნოდ
და ვერ მოგიძებნიათ რაიმე საშუალება
დღის გასაყვანად, რადგან არ ძალგიძთ
დაწეროთ ლექსი, ისმინეთ:
ლექსი ესე და დღე გაიყვანეთ ამ ლექსის კითხვაში,
ამ ლექსზე ფიქრში
ჰა, ისმინეთ ესე.

წყარო: http://litklubi.ge/biblioteka/view-nawarmoebi.php?id=12651
კომენტარი
0