შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ლექსის მოლოდინში ..

ლექსის მოლოდინში მორჩა სიგარეტი,
ლექსი კი არ მოდის რატომღაც
და თუ სიგარეტით დარდებს ვიქარვებდი,
ეხლა სიგარეტმაც დამტოვა.

ეხლა იქნება საათის ოცდახუთი,
ეხლა დრო არ არის სავაჭრო,
მინდა ქუჩაში მაინც გავძლაყუნდე
და ვინმეს თვალები დავარჭო:

- ერთი სიგარეტი მიბოძეთ, ბატონო.
- ინებეთ მთელი დღის მარაგი.
- ბატონო, გმადლობთ.
- არა ღირს.

და მერე ვბრუნდები სახლში, რომ დავწერო,
იგი, რაც ადრე ვერ დავწერე,
ვცდილობ, ქაღალდზე ლექსი გავავრცელო
და სიგარეტის ბოლს ვავრცელებ.
Laravel
წყარო: http://litklubi.ge/biblioteka/view-nawarmoebi.php?id=12641

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →