ჩანაწერი
Laravel
მოდი
ყმაწვილებივით აჯანყდებიან,
შენთვის დაღლილი ჩემი ფიქრები,
სანამდე ისევ აცრემლდებიან
და შავ ხევების ნისლად მივქრები,
მოდი, გამოჩნდი და დამიყვავე,
ზვავებმა სადმე ხომ არ ჩაგჩუმქრეს,
გაძარცულ ცაცხვზე შემომჯდარ ყვავებს,
თუ არ დაბრუნდი, რა გააჩუმებს...
მოდი და მენდე, და ნუ გამოსცდი
ჩემს სიმარტოვეს, სიტყვებს და ფიქრებს,
სადა ხარ, ქალაქს ალბათ გამოცდი,
თორემ საათიც უკვე ფეხს ითრევს.
ქარმა მორეკა ღრუბლების ფარა,
ჩრდილი დააწვა გაღმა ნაპირებს,
ჩვენმა ტირიფმა თავი დახარა,
სადა ხარ. . . მგონი წვიმას აპირებს.
შენთვის დაღლილი ჩემი ფიქრები,
სანამდე ისევ აცრემლდებიან
და შავ ხევების ნისლად მივქრები,
მოდი, გამოჩნდი და დამიყვავე,
ზვავებმა სადმე ხომ არ ჩაგჩუმქრეს,
გაძარცულ ცაცხვზე შემომჯდარ ყვავებს,
თუ არ დაბრუნდი, რა გააჩუმებს...
მოდი და მენდე, და ნუ გამოსცდი
ჩემს სიმარტოვეს, სიტყვებს და ფიქრებს,
სადა ხარ, ქალაქს ალბათ გამოცდი,
თორემ საათიც უკვე ფეხს ითრევს.
ქარმა მორეკა ღრუბლების ფარა,
ჩრდილი დააწვა გაღმა ნაპირებს,
ჩვენმა ტირიფმა თავი დახარა,
სადა ხარ. . . მგონი წვიმას აპირებს.
Laravel
წყარო: http://memento.ge/4733-modi-sasha-gvelesiani.html
კომენტარი
0