ჩანაწერი
Laravel
ზამთრის სიზმრებიდან
_ბავშვები თამაშობენ თოვლში _
ამბობს ჩვენი მეგობარი და ოთახში შეშა შემოაქვს.
_ ბავშვები თამაშობენ თოვლში _
ამბობ შენ და სოფელს უყურებ.
სოფელი თეთრია.
სხეულს შხამით და ტკივილით ვავსებ,
და ვეღარც გული უძლებს სიმძიმეს,
დიდი ხანია, დამჩემდა ასე _
მარცხენა მხარეს ვეღარ ვიძინებ.
_ მოდი, დაღმართზე მე ჩაგიყვან _
მიღიმი, მე კი ისე ვუარობ,
თითქოს ამით იზომებოდეს
მთელი ჩემი თავისუფლება.
_ ბავშვები თამაშობენ თოვლში _
უხერხულობის გასაფანტად ვამბობ მე და
სოფელს ვუყურებ.
სოფელი თეთრია.
ვთქვი _ თუ რაიმეს არ გეუბნები,
რაღა თქმა უნდა, ამინდს ვაბრალებ _
და ნისლებს, სადაც ჩანან სოფლები,
ქუთუთოები ჩამოვაფარე.
ბავშვები თამაშობენ თოვლში.
ჰაერი კი, ჩვენი მეგობრის სოფელში,
სახლების გარშემო,
ისეთი მსუბუქია,
როგორიც შენი ხელისგულებია
ჩემს სახეზე.
ამბობს ჩვენი მეგობარი და ოთახში შეშა შემოაქვს.
_ ბავშვები თამაშობენ თოვლში _
ამბობ შენ და სოფელს უყურებ.
სოფელი თეთრია.
სხეულს შხამით და ტკივილით ვავსებ,
და ვეღარც გული უძლებს სიმძიმეს,
დიდი ხანია, დამჩემდა ასე _
მარცხენა მხარეს ვეღარ ვიძინებ.
_ მოდი, დაღმართზე მე ჩაგიყვან _
მიღიმი, მე კი ისე ვუარობ,
თითქოს ამით იზომებოდეს
მთელი ჩემი თავისუფლება.
_ ბავშვები თამაშობენ თოვლში _
უხერხულობის გასაფანტად ვამბობ მე და
სოფელს ვუყურებ.
სოფელი თეთრია.
ვთქვი _ თუ რაიმეს არ გეუბნები,
რაღა თქმა უნდა, ამინდს ვაბრალებ _
და ნისლებს, სადაც ჩანან სოფლები,
ქუთუთოები ჩამოვაფარე.
ბავშვები თამაშობენ თოვლში.
ჰაერი კი, ჩვენი მეგობრის სოფელში,
სახლების გარშემო,
ისეთი მსუბუქია,
როგორიც შენი ხელისგულებია
ჩემს სახეზე.
Laravel
კომენტარი
0