შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

მელანქოლია

იქნებ იმის დროც მოვიდა რომ უბრალოდ ტოტი
იპოვნო... იქნებ იმის დროა უბრალოდ ხიდზე...
სამართებელით, მსხვილი თოკით, ნაგანით, კოლტით,
შეწყვიტო სუნთქვა! - მხოლოდ უფლის ხათრით რომ გიწევს.

ყოველდღე, ყოველ საათსა და წამსა და ა.შ
შეყვარებულთან, მეგობრებთან, ღმერთთან, ქალაქთან.
ლექსების გარდა არაფერი არ დააშავე
იცი და მაინც ეს ხაზები აღარ დალაგდა,

გზები რომ ჰქვია, ამ დაკლაკნილ, არეულ ხაზებს,
მძიმე წარსულში გადარჩენის გამო შეძენილს,
ხარხარებ როცა ვარსკვალევები წყდებიან ცაზე,
აუხდენელი ოცნებები გთვლიან... ეწევი…

თამბაქოს კვამლში იბლანდება ღამე.
მსტოვრებიც
გამოცდილია,
სისხლიც სისხლის წინ დაიღვარა,
არ ჩანს მოყვასი არსაით და მთელი ცხოვრება
ისე გკიდია -
შენი მტრები მართლა გიყვარან!...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →