შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ვახტანგ თევზაძეს ..

ეს ჩვენი ქუჩა.
მყუდრო ეზო.
ზამთარი.
სახლი.
და ამ ტკივილსაც
რა ხანია ბოლო არ უჩანს,
გაცილებს ასე -
მთელი შენი ცხოვრებით დაღლილს,
ზამთარი.
სახლი.
მყუდრო ეზო.
ეს ჩვენი ქუჩა.

ბათუმშიც თოვლი.
ამინდები ერთმანეთს ცვლიან,
გზაზე ათასი ნაფეხური
ცალად და ცალად,
შენ კი ისეთი ნაკვალევი
დატოვე ძია,
თოვლის გადნობის შემდეგაც რომ
შემორჩა ქალაქს!...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →