შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ბელა ქებურიას

ბორიო - ქალაქს თმას უჩეჩავს,
ქარწყლდება ყოველი დარდი,
როდესაც ბათუმის ქუჩებში
ერთი ქალბატონი დადის.
ცა მაგ დროს სინათლით სავსეა,
სტრიქონიც სრულდება სტროფით,
ღვთისმშობლის უბიწო ხასიათს
და დედის უმანკო პროფილს -
იგუებს, - იმდენად საოცრად,
უფალზე მიჩნდება იჭვი,
ქალი რომ ნეკნიდან გამოწნა, -
რა ვქნა, დაჯერება მიჭირს.
რადგან კაცს ქრისტესთან ვალი აქვს,
რადგან არ დაგვტოვოს შიშმა.
რადგან ის პოეტი ქალია,
რადგან ის ლექსიდან იშვა...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →