შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

რეცეპტი

ნინო, ეს ღმერთი, როგორც ეს დღე, როგორც პლანეტა,
მრგვალია, ჩვენ კი სიზმარი ვართ კერპების ვიღაც,
ვსაუბრობთ ისე თითქოს ყველა ბრძოლას დავნებდით
და თიხისაგან გაჩენილი გვინდა რომ თიხად
ვიქცეთ, იმედსაც აშკარაა სული ერთი აქვს
როდის მიუტანს ბოლო სტრიქონს ლუციფერს ხონჩით,
ჩვენ ერთმანეთით ავადა ვართ და სულერთია
იმ წამის შემდეგ ყოფა თუ კი – უეცრად მოვრჩით.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →