ჩანაწერი
Laravel
ფერები(თ)
დღეს დავრჩი თეთრი, თეთრი, თეთრი ღვინის ამარა
და შავი, შავი, შავი ღამე მოდის კოჭლობით;
ვუქშიებ შორით შემოფრენილ მწვანე ღამურებს,
რომლებიც სულში სმარაგდისფერ კედლებს ფხოჭნიან
და მერე რუხი, რუხი მთვარე უმატებს წუხილს,
სწყდება ცარგვალს და უგზოუკვლოდ იწყებს ბორიალს...
შემინდე, ღმერთო!.. მინდა მოსვლა, მინდა და უღელ-
ტეხილი ისევ ინისლება... კი ვარ ბორიო,
მაგრამ სუსტი,
სუსტი,
სუსტი,
სუსტი იმდენად,
რომ ობლად მდგარი ყვავილიც კი
ვერ შევარხიე...

კომენტარი
0