შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ღამე -მორფინი

არ ვიცი როგორ, ან საიდან შედიან გულში,
სკალპელით, მაშით, თუ "წამწამთა მორცხვი ფოფინით",
წვიმა სახურავს თუნუქისას ტყვიებად უშენს
წვეთებს და ღამე, როგორც ორი გრამი მორფინი,
დაივლის ოთახს... (სიკვდილია ყველა შეხება
და ვერცხლის მთვარეც - ბოშა ქალის მძიმე საყურე...)
ან შემოუშვი, ღმერთო, წვიმა - ბროლისფეხება,
ან გულის კარიც სხვა კარებთან ერთად დახურე.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →