ჩანაწერი
Laravel
გყოლოდი, ზღვაო!..
რაო, რას ფიქრობ?
რა ფერი გაქვს,
ან თმა რას გიგავს?! ...
ასე გაგწეწა ოქტომბრის ქარმა?
მე, ცოცხალ- მკვდარმა, მოვათრიე შენს ტერფთან ძვლები,
შენ კი რას შვრები? -
დაგიშვია წვიმების ფარდა,
მახვედრებ მკვდრის მზეს...
ჯერ გიმზერ,
გიმზერ...
საღამომდე არ ვიღებ ბილეთს!...
რომ გაგიჩნდი,
გყოლოდი, ზღვაო,-
რად გამაშვილე?!...
რა ფერი გაქვს,
ან თმა რას გიგავს?! ...
ასე გაგწეწა ოქტომბრის ქარმა?
მე, ცოცხალ- მკვდარმა, მოვათრიე შენს ტერფთან ძვლები,
შენ კი რას შვრები? -
დაგიშვია წვიმების ფარდა,
მახვედრებ მკვდრის მზეს...
ჯერ გიმზერ,
გიმზერ...
საღამომდე არ ვიღებ ბილეთს!...
რომ გაგიჩნდი,
გყოლოდი, ზღვაო,-
რად გამაშვილე?!...
Laravel
კომენტარი
0