ჩანაწერი
Laravel
ცამეტი
დღეს გამოვაღებ ჰარამხანას, როგორც გალიას,
დავითხოვ დარბაზს,
მრჩევლებს და მონებს...
თავისუფლება მე მოვიგონე,
ჩუქურთმიანი დარაბები როცა შევხსენი სახლს
და კარი
და ჩავიყენე სულში ორპირი,
მე დავისიზმრე ძველბერძნული შენი პროფილი,
ცამეტი რიცხვი...
ჩემი ზღვა იწვის,
შენ, ჰელიოსმა, ააალე იგი ჩასვლისას, -
მერე კი...
მერე არ იქნა და არ ამოხვედი.
დავითხოვ დარბაზს,
მრჩევლებს და მონებს...
თავისუფლება მე მოვიგონე,
ჩუქურთმიანი დარაბები როცა შევხსენი სახლს
და კარი
და ჩავიყენე სულში ორპირი,
მე დავისიზმრე ძველბერძნული შენი პროფილი,
ცამეტი რიცხვი...
ჩემი ზღვა იწვის,
შენ, ჰელიოსმა, ააალე იგი ჩასვლისას, -
მერე კი...
მერე არ იქნა და არ ამოხვედი.
Laravel
კომენტარი
0