შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

მიწა

<em>მ. ჭ–ს</em>

არავინ იცის,
როდის გამოგეცლება მიწა, –
ქვიშაა იგი,
თითებშუა ჩამოშლილი ქვიშა,
და ბრუნავს…
თხის რქაზე დგას სწორედ,
უხილავი ძაფებით გამობმია კოსმოსს
და ბავშვი ატრიალებს ჩიკორივით…
გაჩორკნილი აკვანია მიწა,
ჩაწექი შიგნით,
შემოიკარი ქარები – არტახები –
და უსმინე ღმერთს,
რომელსაც დედაშენის ხმა აქვს და
დედაშენის თვალები
და მღერის.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →