შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

თხოვნა ტყისადმი

ქარმა ტევრამდე მდია,
გამაგდებინა სირჩა,
ტყე ჩემი ძუძუმტეა
და ცუდს არაფერს მირჩევს.
პოეტს და თანაც ყარიბს
ტყე ამიტაცებს ცამდე...
ერთ დროს დავდევდი ქარებს,
ახლა კი ქარი დამდევს,
ამიტომ ვთხოვო მინდა
ამ ტყეს - ძუძუმტეს ჩემსას,
იქნებ, დამტოვოს ცაზე,
სადმე ღრუბელზე შემსვას.
Laravel
წყარო: http://urakparaki.com/?m=4&ID=3235

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →