შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ქალაის

ვწერ ვინმე მ ე ს ხ ი მელექსე,
ვუმღერ ამ ცას და ამ ქედებს,
თოლნი დამაწყდა, ქალაუ,
შენ კი ერთხელ არ მამხედე.

წამისად ქართა ფრთად იქეც,
მთას შასწვდი, ხანაც ველობდი...
აღარ მოხვედი, ქალაუ,
მე რომ ტყის პირას გელოდი,

აღარც პასუხი მითხარი,
სტუმარი მაიმიზეზე,
უცხო რამ კვალი შევნიშნე
მაგ შენს ქათქათა კისერზე.

დავბრუნდი, დავრეტიანდი,
დავიძმობილე ხელადა,
ჩეროში დამსვი ხანდახან,
თუ უსაშველოდ ცხელა და,
ისიც სთქვი, მ ე ს ხ ი მელექსე
ასე ვინ გაახელა და...
Laravel
წყარო: http://urakparaki.com/?m=4&ID=6589

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →