შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

სვირინგი

მოულოდნელად დაწვიმა ისევ
და კრუხმა ფრთებქვეშ შემოისხა ყველა წიწილა.
(ახლა თუ ვინმე ფრთებს მაფარებს, მხოლოდ ღმერთია).

შორს...
ბავშვობაში შემეჩვია ერთი კოპიტი,
დაახლოებით ჩემი ტოლი იყო ასაკით, -
ნეტა თუ შერჩა ის სვირინგი მარჯვენა მკლავზე -
”მე შენ მიყვარხარ!..”

მოულოდნელად დაწვიმა ისევ,
მოულოდნელად...
Laravel
წყარო: http://urakparaki.com/?m=4&ID=6855

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →