შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ვფიქრობ აფრენას..

დუქნები. მტკვარი. ნარიყალა. მთვრალი მეტივე.
ტაბლაზე - მწვადი. რქაწითელი. კვახი. ზაფრანა...
ვზივარ რიკულზე გაწუწული თეთრი მტრედივით, -
ვფიქრობ აფრენას...

ამასობაში ძველ აივნებს შფოთით, თარეშით
დაუვლის ქარი და უთუოდ ზღვისკენ გაუტევს;
ვიდრე საკუთარ ფრთებს წავაგებ ამ სიჩქარეში, -
ტ ა ი მ - ა უ ტ ი!...
Laravel
წყარო: http://urakparaki.com/?m=4&ID=6877

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →