შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

კვაზარები

ნათლისღებაა.
მანათობელი კორსეტები ჩაუცვამთ ხეებს,
ქუჩა შუშხუნა ღვინოების საცობებს იყრის ფართო ჯიბეში.
მთვარეა ქუჩის კუტურიე, -
საბოს ჩააცმევს ამ სეზონზე,
თმებს დაუმოკლებს,
ყელსა და მკლავებს დაუმშვენებს ბროლის მძივებით.

ეს მირაჟია.
კვაზარები...
სვეტიცხოველში,
დასავლეთის კედლის ფრესკაზე,
ბრუნავს მარიხი,
ასპიროზი ღვინოს მიირთმევს...

ნიშნობის ბეჭედს წონის ახლა შენი სასწორი,
გიხსენებს ვერძი...

სვეტიცხოველი ცას სწვდება და...
ცაა შიგნიდან.
Laravel
წყარო: http://urakparaki.com/?m=4&ID=9130

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →