შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ნუკრი

მომიკლეს დედა...
და მთისხელა სევდა - საგზალი
დამაქვს თვალებით...
ცივია ზეცა...
მთვარე სამსალით
სავსე სინია...
მოულოდნელად გადამიწვეს ტყე და სათიბი,
თებერვალია, დაიწინწკლა ჩემი ქათიბი
და... მეშინია.
Laravel
წყარო: http://urakparaki.com/?m=4&ID=10521

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →