შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ჩალის გემო აქვს ამ სიგარეტს ..

ჩალის გემო აქვს ამ სიგარეტს...
ფიქრების წყება:
ჩემი ქალაქიდან ციცინათელები გაფრინდნენ,
ფარნები ჩააქრეს,
სუნთქვა შეიკრეს და
შეუმჩნევლად გასცდნენ რკინაბეტონით ამოყვანილ ჯებირებს.
ახალ მხოლოდ გირლანდები ბრწყინავენ საახალწლოდ,
და დამსხვრეული ბოთლების ნამსხვრევები მთვარის შუქზე.

შემსმენლები არიან ხატები,
ყველა ენა ესმით -
გულიდან წამოსული თუა.

მოკლეზე დაბმული ბომბორა ძაღლივით ვწრიალებ,
ვგრძნობ, ვიღაცა მოკვდება და ვყმუი.
ჩემი პატრონი მშიშარაა, -
ნოემბერში ორპირიან თოფს გადმოიღებს და მესვრის...

ვყმუი...
Laravel
წყარო: http://urakparaki.com/?m=4&ID=10955

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →