ჩანაწერი
Laravel
შენ :)
აიჭრა ქარი,
არქაული და ნამარტალი,
აჰყვნენ ფანჯრები,
ფოთლები და... ავტობუსები,
მიყვარს, როდესაც
მომყვები და დიდხანს ჭარტალებ,
და მერე უცებ -
მწყერივით რომ გაისუსები.
ციმციმებს ხიდი
და თვალები წყალში მიცვივა,
ამოდის მთვარე
აღერილი ანძის ქილიკით,
არ მიყვარს, როცა
ვერცხლის ბრჭყალებს აჩენს სიცივე,
როცა მიდიხარ,
მე კი ვრჩები, ანდა პირიქით.
არქაული და ნამარტალი,
აჰყვნენ ფანჯრები,
ფოთლები და... ავტობუსები,
მიყვარს, როდესაც
მომყვები და დიდხანს ჭარტალებ,
და მერე უცებ -
მწყერივით რომ გაისუსები.
ციმციმებს ხიდი
და თვალები წყალში მიცვივა,
ამოდის მთვარე
აღერილი ანძის ქილიკით,
არ მიყვარს, როცა
ვერცხლის ბრჭყალებს აჩენს სიცივე,
როცა მიდიხარ,
მე კი ვრჩები, ანდა პირიქით.
Laravel
წყარო: http://urakparaki.com/?m=4&ID=12185
კომენტარი
0