შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

უხმოდ

შენ გეძღვნება


შენ ამბობ,
რატომ აგროვებო მინდვრის ყვავილებს?
დრო გამყავს, ჩემო,
(ჩემი არ ხარ, ვცრუობ ამჯერად...)
შენთან ყოფნის ახლაც არ მჯერა;
უბრალოდ ვდგავარ,
მიუსაფარ დღეებს ვაწვალებ,
ბავშვივით ვაცლი ყვითელგულა გვირილებს ფურცლებს:
მოხვალ?
არ მოხვალ?..
მნიშვნელობა თუ აქვს საერთოდ?..
ბოდიში,
შენზე ფიქრით გავერთე
უხმოდ,
უსაზღვროდ...
დავიბენი...
არ მეკადრება!..
თბილი წვიმა მოდის კადრებად, -
ნათლავს ნაფეტვარს...
მიყვარხარ-მეთქი, -
ვერ შევძელი მეტის გაბედვა,
ასე ვარ ხშირად,
როცა მხედავან, -
ნიავზე სუსტი
და
ბალახზე გაუბედავი.
Laravel
წყარო: http://urakparaki.com/?m=4&ID=14203

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →