შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

მარტოობა

აჰა, ეს ლექსიც
სიგარეტის ნამწვივით ჩაკვდა,
უფრო ზუსტად, ძალით ჩაკალი...
და მიადექი მაღალ მთაზე აღმართულ ეკვდერს
ხელის კანკალით...
იქ ვინ შეგიშვებს?!.
იქ გვირგვინი დაადგეს ქრისტეს, -
შენ გბაწრავენ ჭრელი გველები...
გახსოვს, ახლახან გულთმისნების სიმშვიდით გითხრეს:
"რა გეშველება?.."
არც არაფერი...
ცა შებოჭა ღამემ ბინდებით,
გახსნა მთვარე - ვერცხლის კონვერტი...
და მარტოობაც სხვანაირად გეამინდება,
როგორც ყოველთვის.
Laravel
წყარო: http://urakparaki.com/?m=4&ID=15330

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →